ხშირად დასმული კითხვები
მაინტერესებს მიწოდების პირობები.
-
მიმდინარე დღის 15:00 საათამდე შესყიდვის შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით, შეკვეთის ჩაბარებას შევძლებთ მომდევნო სამუშაო დღეს;
-
რეგიონებში შეკვეთის ჩაბარებას შევძლებთ 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში; დამოკიდებულია კონკრეტულ რეგიონზე;
რატომ თიხის ქოთნები?
- თიხა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და მისი ნარჩენები სრულ ჰარმონიაშია ადამიანებთან და გარემოსთან, აგერ უკვე 8000 წელზე მეტია. გვჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება.
- თიხა ზედმეტ წყალს შეიწოვს, ხოლო, როცა ყვავილს დამატებით წყალი დაჭირდება, ქოთნიდან აიღებს სინესტეს.
- თიხის ქოთანში მიწა "სუნთქავს" და მალე შრება.
რატომ სუკულენტები?
- სხვადასახვა სახეობები ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ.
- სეზონურად ფერს იცვლიან სწორი მოვლის პირობებში.
- მოვლა ძალიან მარტივია.
- ნახშირორჟანგი მიაქვთ და მაცოცხლებელ ჟანგბადს გვიბრუნებენ.
- კიდე ბევრი მიზეზია და დაწერა გვეზარება :)
როგორ ვამზადებთ თიხის ქოთნებს?
- ზოგიერთ ქოთანი ჩვენ თვითონ გამოვძერწეთ, როცა კერამიკაზე მუშაობას ვსწავლობდით. ეს იყო პანდემიის მძიმე დღეები.
- ზოგიერთის დიზაინს Pinterest-ზე გადავაწყდით, მოგვეწონა, რამდენიმე კერამიკოსთან დავმეგობრდით და მათ დაგვიმზადეს.
- ზოგიც, არც მეტი, არც ნაკლები, 3დ თიხის პრინტერმა დაგვიბეჭდა. მათი დიზაინი საერთაშორისო არტისტებმა შექმნეს, ჩვენ მათგან გამოყენების უფლება შევიძინეთ, პრინტერმა დაბეჭდა, გამოვწვით, მოვაჭიქურეთ და HomeGarden.ge-ზე გამოვფინეთ.
ვინ ამზადებს სუკულენტების კომპოზიციებს?
- ამ კომპოზიციების შემქმნელია სუკულენტების კოლექციონერი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფლორისტი და უბრალოდ მცენარეების დიდ-მოყვარული, ნიკოლოზ დოლიძე. მის კოლექციაში 1200-ზე მეტი სახეობის სუკულენტია.
რა პირობებში გრძნობს სუკულენტი თავს შესანიშნავად?
- მზიანი და ნათელი ადგილი უყვარს, მაგალითად, აივანი ან ფანჯრის რაფა
- პირდაპირ მზის სხივებზე საათობით გაჩერება არ სჭირდება. შემობრუნებაც დასჭირდება, რომ მზეს ყველა მხრიდან მიეფიცხოს
- ზამთარში 10 გრადუსის ფარგლებში უყვარს ყოფნა, თუმცა ყინვაგამძლე ჯიშებიც არსებობს
როდის სჭირდება მცენარეს მორწყვა?
- მცენარეს მორწყვა მაშინ სჭირდება როცა მიწა სრულიად გამომშრალია. სუკულენტი წყალს ფოთლებსა და ღეროში იგროვებს. სქელი ღეროს, ფესვის და ფოთლების წყალობით, ნაკლები მორწყვა ესაჭიროება სხვა მცენარეებთან შედარებით, წყლის ნაკლებობა მას ვიზუალურად შეეტყობა. ფოთოლზე შეხებით ვხვდებით მას წყალი სჭირდება თუ არა, თუ ფოთოლი გაბერილია ის წყლით სავსეა, თუ პირიქით მაშინ მოსარწყავია. ზამთარში ნოემბრიდან მარტამდე მცერანე ისვენებს და მორწყვა არ არის რეკომენდებული.